შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ერეკლე გ. და 1992 წელს დაბადებული გიორგი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერეკლე გ. გუდაურის ქუჩაზე, ხოლო გიორგი ჩ. კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. ერეკლე გ-ს პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, გიორგი ჩ-ს პირადი ჩხრეკისას კი „მაკაროვი“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).