შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი ამავე დაწესებულების პატიმარ გ.დ-ს დაჰპირდა, რომ დახმარებას გაუწევდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაში, რისთვისაც მან მოითხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.