შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თაღლითობაში ამხილეს და გამოავლინეს 1985 წელს დაბადებული მნცაკან პ, 1991 წელს დაბადებული დავით ჩ. და 1965 წელს დაბადებული ვაჩაგან ბ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები 2014 წლის იანვარ-თებერვალში, ქ. ახალქალაქში, თაღლითური გზით, გარკვეული ოდენობის თანხის სანაცვლოდ, ოფიციალური რეგისტრაციის და მართვის მოწმობის გამოცდის გვერდის ავლით, მოქალაქეებს თბილისსა და მარნეულში მდებარე შსს-ს მომსახურების სააგენტოებში მართვის მოწმობის აღებას ჰპირდებოდნენ.
მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).