შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, საქართველოს და თურქეთის ორმაგი მოქალაქე რიზა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით სოფელ მარტყოფთან დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 4,4016 გრ კანაფის ფისი და 46 აბი ,,ექსტაზი“, რომელიც 0,0054 გრ ამფეტამინს შეიცავს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).