შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ცისანა ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საკუთარ ბინას სისტემატურად, თაღლითურად აგირავებდა და მოტყუებული მოქალაქეებისგან თანხებს ითვისებდა. ცისანა ჯ-ს მიერ თაღლითური გზით მოპოვებული თანხა ჯამში 51 000 აშშ დოლარს შეადგენს.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).