საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის კატარღა „TCSG-95“ შემოვიდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.
ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ღია ზღვაში ერთობლივი მანევრები და ძებნა-გადარჩენის ოპერაციები განახორციელეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ თურქული კატარღა "TCSG-95" და ქართული კატარღები ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (P-102) და „ბათუმი“ (P-103).
საზღვაო წვრთნები, თურქეთსა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს და შავ ზღვაზე უსაფრთხოებას გააძლიერებს.