შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ს. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ს-მ ადიგენის რაიონის სოფელ ვარხანში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 5 მეტრი სიგრძის, 44 ცალი დასაწყობებული ნაძვის ხის სამასალე მერქანი მოიპარა, რომლის ნაწილიც იქვე მდებარე ხის გადამამუშავებელ სახერხ საამქროში გადაამუშავა. სამართალდამცველებმა მოპარული ხის მორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).