შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ბესიქ ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ატეცში მდებარე „ლიბერთი ბანკი“-ს „ფეი ექსპრესი“-ს ფილიალის ფანჯრები დააზიანა, საიდანაც შენობაში შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სეიფში 6 ათასი ლარი იდო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სეიფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით).