შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ გომში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მანანა ქ. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ გომში მდებარე ერთ-ერთ თურქულ სასადილოში არსებულ ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის ქალბატონებს სისტემატურად გადასცემდა.
სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).