შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო „დენიზის“ და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს გარკვებული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. ასევე დადგინდა, რომ სავაშ ე-ს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა. სამართალდამცველებმა სასტუმროსა და რესტორანში მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).