13 მაისს, 12 საათზე, საგურამოში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციის ახალ შენობას გახსნის. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი.
ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდება: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი.
ახალი შენობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.