შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დაჩი კ. ქურდობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში, ნანული ძ-ს საცხოვრებელი სახლიდან 200 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელ პუნქტში 1200 ლარად ჩააბარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაჩი კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).