შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ყოველწლიურ კომპიუტერულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY-2015“, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდა.
კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY“ როტაციის წესით, ყოველწლიურად იმართება საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. ტრენინგის მიზანს წარმოადგენს კრიზისული სიტუაციების დროს, სტრატეგიული მილსადენებისა და კომუნიკაციების დაცვის საკითხში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.