შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ლაშა კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 20,60612 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 11 აბი "მეტადონი" და 0,2224 გრ ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ).