შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ე. ფ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ე. ფ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია მოახდინა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).