შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზურაბ დ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 99,38 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).