შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ანდრია ჩ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თბილისში, გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 9 შეკვრად დაფასოებული 5,15 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,174 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ანდრია ჩ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).