შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული დავით გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი პირი დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 1978 წელს დაბადებული ლევან ჯალაღანია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით გ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).