შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1947 წელს დაბადებული ივანე ყ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი – 1940 წელს დაბადებული ბუდუ ს, 1961 წელს დაბადებული ლევან ს. და მეზობელი – 1969 წელს დაბადებული შენგელი ყ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ბუდუ ს. საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ლევან ს-ს და შენგელი ყ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნალობას სტაციონარში გადიან.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგა, ივანე ყ. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).