შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული ანზორ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, მკერდის არეში დაჭრა თანასოფლელი - 1973 წელს დაბადებული მამუკა ს., რომელიც, მიღებული ტრავმის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გასროლის შედეგად, თავის არეში დაიჭრა 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ-ც. იგი ამ დროისათვის გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ანზორ ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარტვილში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).