შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ოთარ დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ დ-მ ნარკოტიკი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 45 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,358 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველო აწარმოებს.