შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დავით ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დავით ფ-ს მიერ თბილისის გარეუბანში გადამალული 319,68 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 202,99 გრ კოკაინს შეიცავს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).