სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში დაფიქსირდა ძალადობის 1102 ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით.
მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 10%.
2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი.
დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.
ოჯახური ძალადობა. 2007-2014 წწ. (იანვარ-ივნისი)