შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვეფხვია მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებულია 2,387 გრ ნარკოტიკი, რომელიც 1,45607 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ვეფხვია მ. დაკავებისას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).