შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი დავით კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანიდან 37 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოიპარა და მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა დავით კ. ცხელ კვალზე, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დააკავეს და მოპარული 37-ვე სული პირუტყვი იპოვეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).