შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული ვახტანგ ზ. წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ვახტანგ ზ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 392 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-74“-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდით, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 1 ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით და მსხვრევადი ხელყუმბარის 1 ფალია ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).