შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ილია ტ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ღამით, გურჯაანი რაიონის სოფელ ბაკურციხეში, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრში ფარულად შეაღწია, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ილია ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. მოპარული სამი პერსონალური კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).