შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს ახალციხის ოპერატიული განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-2 განყოფილების სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული მოვსე ა. სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის პუნქტ „სამება“-ში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის საბარგულის ჩხრეკისას 19 623 ლარის ღირებულების 356 გრ ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომელიც მოვსე ა-მ საბაჟო კონტროლისაგან მალულად სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვარზე გადმოიტანა.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო.