შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქ.ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 501 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21,1708 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 0,432 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 54 აბი „სუბოქსინი“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).