შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ლელა ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 10 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,0872 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,87566 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).