2014 წლის 9-11 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში - პრაღის პროცესის ხელშეწყობა (EaP - SIPPAP)“ ფარგლებში შსს აკადემიაში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ტრეინინგ მოდულის შემუშავებას რისკების ანალიზებზე. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს რისკების ანალიზების გაუმჯობესებული სასწავლო მოდულის შემუშავებას ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
ქართველი ინსტრუქტორები 2 დღის განმავლობაში ლექციებს წაუკითხავენ საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს რისკების ანალიზებზე, ხოლო მესამე დღეს უცხოელ ექსპერტებთან ერთად მოხდება აღნიშნული მოდულის შეფასება და განვითარება.