ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები:
26 ივლისს 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და ასევე 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად გადაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივი“-ს) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან „კუ“-ს ტბის ასახვევამდე;
27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;
28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა;
29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი;
30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.
მოსახლეობას მოვუწოდებთ აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.