შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სამინისტრო ჩაერთო პროექტში „წიგნი ყველა სოფელს“. ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა ჟანრის, ათასობით წიგნი შეაგროვეს.
პროექტი “წიგნი ყველა სოფელს” - საქართველოს საპატრიარქოს, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, დავითიანნის „წიგნის მეგობრების’’ კლუბის და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის’’ ინიციატივით ხორციელდება.
,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით, სხვადასხვა სოფელს ეწვევა და რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლის ბიბლიოთეკებს წიგნებით მოამარაგებს.