შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმედღიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შედეგად დარიალის ხეობაში, მეწყერის შედეგად დარიალჰესის გვირაბში ჩამოშლილი მიწის მასაში მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დარიალჰესის გვირაბში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა ორი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანის, თურქეთის მოქალაქის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მდინარე თერგის დინებამ რუსეთის მხარეს გამორიყა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა მეორე პიროვნება, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დარიალჰესის გვირაბში მუშაობდა.
დარიალჰესის გვირაბში აღმოჩენილი ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცხედარს ოჯახში გადაასვენებენ.