შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების: ნადიმ ართმელაძის, ლაშა თევზაძის, ზვიად ჩიჩუას, დათუნა ავალიანის, გიორგი მარსაგიშვილის, ზურა ბიბილურის, ირაკლი აბრამიშვილის, გიორგი ძირტკბილაშვილის, ბესიკ კაპანაძის, გივი სახელაშვილის, იაგო მიქელაძის, მამუკა შუბითიძის, ზვიად ბარბაქაძის, თემურ ფიჩხაიას, გიორგი ღვინჯილიას და ზვიად დათუაშვილის დედებს დედის დღე მიულოცეს, ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს და გმირი შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.