4 მარტს, 10 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცველებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნება რეგიონული კონფერენცია „ქალები პოლიციაში“.
კონფერენცია ყოველი წლის მარტის თვეში საქართველოში იმართება და ემსახურება სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და ქალის როლის წარმოჩენას პოლიციაში.
კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და INL-ის წარმომადგენელი მაიკლ ტერნერი.
ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები მოლდოვადან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.
კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ 6 მარტს დასრულდება.