შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი შსს-ს აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. შს მინისტრის მოადგილემ სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, სამინისტროს თანამშრომლები, აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლა უკვე მესამე წელია სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა მიღებას ახორციელებს. პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი დონის სპეციალისტების მომზადება და სტუდენტთა, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით აღჭურვა.
პროგრამის განმავლობაში სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებას და საწარმოო პრაქტიკას გადიან. ასევე, სარგებლობენ შსს-ს აკადემიის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ბიბლიოთეკით, სადაც მათთვის საჭირო ყველა სახის უახლესი სასწავლო ლიტერატურაა.