შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრები შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ.