შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, გენერალური ინსპექციის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, მიგრაციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა აკადემიის და ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესრულებული რეკომენდაციები, რომელიც ევროპული კომიტეტის ექსპერტებმა ბოლო ვიზიტის დროს, 2010 წელს შეიმუშავეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები და დაგეგმილი აქტივობები.