შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ადგილზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოებს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ახორციელებს. მინისტრი დანაყოფების ხელმძღვანელებს გაესაუბრა, მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და კონკრეტული მითითებები მისცა.