შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრი “მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა
19-06-2015

შს მინისტრი “მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ადგილზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოებს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ახორციელებს. მინისტრი დანაყოფების ხელმძღვანელებს გაესაუბრა, მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და კონკრეტული მითითებები მისცა.