შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფება. მინისტრმა ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ახორციელებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დილიდან აღდგა და ინტენსიურად მიმდინარეობს. მინისტრი ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოქალაქეებმა ვახტანგ გომელაურს მაშველების და პოლიციის ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მინისტრმა ასევე მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სტიქიის შედეგების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.