შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა. მინისტრის განცხადებით, სამუშაოები დროებით შეჩერდა სინოპტიკოსების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ნალექის შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და სინოპტიკოსების პროგნოზების შესაბამისად სამუშაოები განახლდება.