ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს და ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტის წარმომადგენლებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის და კრიზისების მართვის, ასევე, კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით ნორვეგიის, ბრიტანეთის და ლიეტუვის გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის რეფორმის განხორციელებაში ჩართული უწყებების მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებელია სახელმწიფოსთვის კრიტიკული (სტრატეგიული) მნიშვნელობის ობიექტებისა და სისტემების განსაზღვრა და გამართული ფუნქციონირება