შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა გერმანიაში, ქ. მიუნხენში, UEFA-ს ინიციატივით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო. სწავლებას კონტრტერორიზმის ექსპერტები უძღვებოდნენ.
სემინარის თემა იყო „სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ტერორიზმის საფრთხეები და მათი პრევენცია“.
UEFA-ს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და გამოცდილება გაუზიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს სემინარებში, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.