შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა UEFA-ს სემინარში მიიღო მონაწილეობა
13-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა UEFA-ს სემინარში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა გერმანიაში, ქ. მიუნხენში, UEFA-ს ინიციატივით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო. სწავლებას კონტრტერორიზმის ექსპერტები უძღვებოდნენ.

სემინარის თემა იყო „სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ტერორიზმის საფრთხეები და მათი პრევენცია“.

UEFA-ს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და გამოცდილება გაუზიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს სემინარებში, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.