შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა. გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ზურაბ ზუბადალაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის თანამდებობას იკავებდა.
ზურაბ ზუბადალაშვილი უწყებაში 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.