შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალგახსნილ შენობაში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს როგორც სამინისტროს, ასევე, ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისი სტანდარტების აღჭურვილობა ექსპერტებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მიზანია კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას.