შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყაყიჩაშვილი საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშეს, კარლ ჰაინც გორტანოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ასევე მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.