შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები პირადად მასპინძლობენ.
საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ, როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შვილებით.
მცხეთაში, საინფორმაციო და საგამოფენო თემატურ სტენდებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლები მოქალაქეებს აცნობენ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს.